მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მოსახლეობას.
„მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც ავლენს უდრეკ სიმამაცესა და ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ. მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და ააშენონ მომავალი, რომელიც ევროპულ ღირებულებებთან იქნება თანხვედრაში," - წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე.