გერმანიამ რუსეთიდან ელჩი ბერლინში გამოიძახა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბერლინში კონსულტაციებისთვის გამოიძახა რუსეთში გერმანიის ელჩი, ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფიმას შემდეგ, რაც მოსკოვს ბრალი დასდეს ჰაკერული შეტევების წარმოებაში. ელჩი გერმანიაში ერთ კვირას დაჰყოფს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება.


გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მონაცემებზე ჰაკერული შეტევის განხორციელებაში ბერლინმა რუსეთი 3 მაისს დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი აცხადებდა, რომ მოსკოვის ნაბიჯები "მიუღებელია და უშედეგოდ არ დარჩება". მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.


7 მაისს მოსკოვში დანიშნულია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია, მარტში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ღონისძიების მოსაწვევი გაეგზავნათ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს. მონაწილეობაზე უარი ღიად ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიის ქვეყნებმა და ჩეხეთმა განაცხადეს, ასევე უარი თქვეს ბრიტანეთმა და კანადამ.