ევროკავშირის ელჩებმა დღეს მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის „ევროპის სამშვიდობო ფონდიდან“ 30 მილიონი ევროს ოდენობის არალეტალური დახმარების გამოყოფას. შესაბამის ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
რიკარდ იოზვიაკი ასევე წერს, რომ გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების დონეზე საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.
ცნობისთვის, აღნიშნული ფონდიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარება ფინანსდება.