ძალადობა და დაშინება, მათ შორის, საქართველოში გერმანული ორგანიზაციების პერსონალის წინააღმდეგ, მიუღებელია,“ - შესაბამისი პოსტი საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა.
„ძალადობა და დაშინება - მათ შორის საქართველოში გერმანული ორგანიზაციების პერსონალის წინააღმდეგ, მიუღებელია. კანონის უზენაესობა გაიმარჯვებს. დემოკრატია საჭიროებს ძალადობის გამორიცხვას,“ - წერს ფიშერი.