ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული შვეიცარია გახდა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code. მან 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება.

საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა შვეიცარიას ერგო. საერთო ჯამში, 34 ქულით საქართველო, რომელსაც ნუცა ბუზალაძე წარმოადგენდა, 21-ე ადგილზე გავიდა.