რუსეთის რკინიგზაზე, სავარაუდოდ, დრონით შეტევა იყო

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა. მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით შეტევაა.

რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები ავრცელებენ „ვოლგისპირეთის რკინიგზის“ ცნობას, რომ 14 მაისს, შუაღამის შემდეგ, სადგურ კოტლუბანთან რელსებიდან ვაგონების გადასვლა გამოიწვია „უცხო პირთა ჩარევამ“. დეტალები დაკონკრეტებული არ არის.


რუსული ინტერნეტგამოცემა Baza კი, წერს, რომ რკინიგზაზე დრონით შეტევის შედეგად, რელსებიდან გადავარდა ცხრა ვაგონი. ხანძარი გაუჩნდა საწვავით დატვირთულ ორ ცისტერნას. ერთი აფეთქდა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, რკინიგზის ამ მონაკვეთზე მატარებლების მიმოსვლა ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, დილის 6 საათიდან განახლდა.