ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას წელსვე ისურვებდა

კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მასპინძელმა სთხოვა, ეპასუხა, რომელ წელს ისურვებდა სომხეთის გაწევრიანებას ევროკავშირში.

რომელ წელს? ამ წელს," - უპასუხა ფაშინიანმა.


სომხეთის პრემიერმა 2024 წლის კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე ისაუბრა. ის დაესწრო დისკუსიას სახელწოდებით "ფრონტიდან: სომხეთის დემოკრატიის დაცვა."

თავის მიმართვაში ფაშინიანმა სასიხარულო ამბად მიიჩნია, რომ „სომხეთში დემოკრატია მართლაც რეალობად იქცა.“