გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი Sky News-თან ინტერვიუში აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რუსეთის ჩარევას ხედავს.
გაერთიანებული სამეფო „მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ქვეყანაში რუსეთის გავლენას ეწინააღმდეგება.“
„ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში. ზუსტად ისევე, როგორც უკრაინაში, თუმცა, რა თქმა უნდა - უფრო აგრესიული. პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ კი, გავლენის გამოყენებით სხვა ქვეყნებში, რაც კარგი არ არის ამ სამყაროსთვის, კარგი არ არის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის. ამგვარად, ვგმოთ ამ გავლენას და ძალიან ვახალისებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის გავლენას. პუტინმა სულ მცირე საქართველოს შემთხვევაში მაინც აჩვენა, რომ ის სასიკეთო რამ არ არის მსოფლიოსთვის და მისი მეზობლებისთვის,” - ამბობს შაპსი.
მან უპასუხა შეკითხვას, როგორი იქნება დიდი ბრიტანეთის მთავრობის პასუხი, თუ საქართველოს პარლამენტი ე.წ. უცხოური აგენტების კანონს მიიღებს, რაც მოსალოდნელია.