ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძემ მოსამართლის ფიცი დადო

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, მოსამართლის ფიცი ოფიციალურად დადო.

როგორც ცნობილია, ლორთქიფანიძის გარდა ჰააგაში მოსამართლის ფიცი კიდევ 5-მა ახაარჩეულმა მოსამართლემ დადო.

აღსანიშნავია, რომ ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

ჰააგაში საქართველოს წარმომადგენელი დღემდე არასოდეს ჰყოლია.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგაში მოსამართლედ გასულ წელს აირჩიეს. ლორთქიფანიძე 2012 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავდებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ სიის წევრად დასახელდა და გადადგა, ლორთქიფანიძემ მინისტრის სავარძელი დაიკავა.

ჰააგის სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებამდე, გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე განაგრძობს მუშაობას.