ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს:
- „შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის. ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული ტიპის "უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის" მიღების გამო, რომელიც უგულებელყოფს ქართველი ხალხის სურვილებს, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და ზიანს აყენებს საქართველოში დემოკრატიის წინსვლას.“