დანიამ გადაწყვიტა, უკრაინას 750 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიაწოდოს. დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ თანხიდან 2,4 მილიარდი DKK (321 მილიონი ევრო) განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისთვის. თანხების ნაწილი ასევე მოხმარდება F-16 თვითმფრინავების უკრაინაში უფასოდ მიწოდებას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ პაკეტის ფარგლებში მთავრობამ ასევე გამოყო დამატებითი თანხები პირდაპირი ინვესტიციებისთვის უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში. გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს ჭურვებსა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს.
„ეს უკვე დახმარების მე-18 პაკეტია. თავდაცვის მინისტრი ტროელს ლუნდ პულსენი აცხადებს, რომ უკრაინაში ვითარება ძალიან მძიმეა.
„ეჭვგარეშეა, რომ უკრაინელებს სჭირდებათ მუდმივი და მასობრივი მხარდაჭერა მათი მოკავშირეებისგან. ამ პაკეტით ჩვენ ვუგზავნით მკაფიო გზავნილს როგორც უკრაინას, ასევე დანარჩენ სამყაროს,“ - დასძინა მინისტრმა.