შოლცი: მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და არ უნდა ყოფილიყო მიღებული

„ეს კანონი შეცდომაა და ის არ უნდა ყოფილიყო მიღებული,“ - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შვეიცარიის პრეზიდენტ, ვიოლა ამჰერდთან ერთად, 15 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.


„ზუსტად ამ ადგილზე ვიდექი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად და მაშინ მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და რომ ის არ უნდა ყოფილიყო მიღებული. მას შემდეგ, რაც ეს კანონი მიიღეს, ამ პოზიციაში არაფერი შეცვლილა,“ განაცხადა შოლცმა, რომლის კომენტარსაც გერმანიის საელჩო ავრცელებს.