EuroArt - ახალი სოციალური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება

21 - 22 ივნისს, „პულმანში„- თბილისის აქსის თაუერსში „EuroArt /ევროარტი„ - ქართველი ხელოვანების შემოქმედების სხვადასხვა მიმართულებით წარდგენა&პრეზენტაცია გაიმართება


ორგანიზატორების თქმით, ქართველი ხელოვანების ერთ სივრცეში გაერთიანება, მათი შემოქმედების (სხვადასხვა მიმართულებით) წარდგენა, გამოფენის მოწყობა და პროექტის პრეზენტაცია წარმოადგენს.

პროექტი: EuroArt/ევროარტი მოიცავს ხელოვანებისთვის, ადგილობრივი მეწარმეებისთვის შემდეგი შესაძლებლობების შეთავაზებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად: ქართველი ხელოვანებისთვის & ადგილობრივი მეწარმეებისთვის ციფრული სივრცის ორგანიზებას: www.euroart. ge; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ინდივიდუალური პორტფოლიოების შექმნას/ინგლისურენოვანი კატალოგების მომზადებას; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ინდივიდუალური ციფრული პირადი გვერდის QR კოდით შეთავაზებას; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხელოვანებისთვის, მეწარმეებისთვის პირადი ვლოგის/ ინდივიდუალური შემოქმედებითი დოკუმენტური ვიდეო „ქონთენთი„ ფილმების მომზადებას (ინგლისურენოვანი ტიტრებით); ქართველი ხელოვანების შემოქმედების, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის წარდგენას ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საგამოფენო სივრცეებსა და საერთაშორისო ბიზნეს ფორუმებსა & ბაზარზე;  ქართველი ხელოვანებისთვის&ადგილობრივი მეწარმეებისთვის PR სტრატეგიისა და ბერნდის პლატფორმების მომზადებას.

პროექტი მოიცავს: ორდღიანი გამოფენის, პრეზენტაციების მოწყობას, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მიმართულებით ქართველი ხელოვანების შემოქმედება (ფერწერა, ხელნაკეთი ნივთები, მინანქარი, დიზაინი...) და ადგილობრივი მეწარმეები. მონაწილეობას მიიღება 50-ზე მეტი ხელოვანი. პროექტის ორგანიზატორია: არტ ვიპიარი/ VIPR ჯგუფი; ოფიციალური მხარდამჭერია: GCC-MALTA/ ქართული კულტურის ცენტრი მალტაზე; არტ - ვიპიარი/ვიპიარ ჯგუფი - მალტაზე ქართული კულტურის ცენტრის GCC- MALTA ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ახორციელებს სხვადასხვა ფორმატის საერთაშორისო პროექტებს, ტრენინგებს, ღონისძიებებს როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ: საქართველო, მალტა, შვეიცარია, პალერმო, შვედეთის სამეფო, ბარსელონა, კოსტა ბრავო-ესპანეთი, კანი-ნიცა-საფრანგეთი; მონტე-კარლო-მონაკო; სან-რემო-იტალია.

„ჩვენი ორგანიზებით განხორციელებულია 100 - ზე მეტი საერთაშორისო პროექტი და 10 სახელმწიფო გრანტი. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი EuroArt არის გრძელვადიანი და მიზანს ქართველი ხელოვანების (სხვადასხვა მიმართულებით) მხარდაჭერა, მათთვის პროფესიულ დონეზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი „პორტფოლიოების„ (სხვადასხვა მიმართულებით) შექმნა და ევროპულ სივრცეში ინტეგრირება წარმოადგენს,“ აცხადებს პროექტის დამფუძნებელი: ვიპიარ ჯგუფის/GCC- MALTA-ს, საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი საქართველოში, ირინა ცერცვაძე.