ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღებას აკრიტიკებს.
„ძალიან სევდიანი დღე საქართველოსთვის და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ისე, რომ არავინ არ იღებს სარგებელს. თითქმის არავინ," - წერს ლანდსბერგისი სოციალურ პლტფორმა X-ზე.