„ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მოსკოვს დავბომბავდი თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, და პეკინს - თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა.“ ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი საარჩევნო კამპანიის დონორებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა განცხადებამ ღონისძიების დამსწრეების დიდი რაოდენობა გააკვირვა.
Washington Post-ის აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ტრამპი იშვიათად ახსენებს უკრაინას.
გასულ წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომს ერთ დღეზე ნაკლებ დროში “მოაგვარებდა.” ხოლო მიმდინარე წლის აპრილში მან განაცხადა:
“როგორც ყველა თანხმდება, უკრაინის გადარჩენა და სიძლიერე ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე ჩვენთვის, მაგრამ ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია! დაჩქარდი, ევროპავ!”