აშშ-ის არმიამ ტეხასში 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის ახალი ქარხანა გახსნა, რაც ხელს შეუწყობს უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდას.
გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონმა მიზნად დაისახა, 2025 წლის ბოლომდე, თვეში 100 000-მდე საარტილერიო ჭურვი აწარმოოს უკრაინის იარაღით მომარაგებისთვის.
ქარხანა, რომლის მშენებლობაც 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაჯდა, სამი საწარმოო ხაზისგან შედგება და 350 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. არკანზასში, კამდენში ამჟამად საბრძოლო მასალის კიდევ ერთი ქარხანა შენდება. გარდა ამისა, პენტაგონი გეგმავს მეორე ხაზი აიოვას სამხედრო ქარხანაში გახსნას და ნაწილობრივ, ასევე გახსნას ქარხანა პარსონსში, კანზასში.
აშშ-ს არმიის მდივანმა ქრისტინ ვორმუტმა ხაზი გაუსვა ამ ობიექტის მნიშვნელობას და აღნიშნა ქარხნის როლი ეროვნული თავდაცვის გაძლიერებაში წარმოების გაზრდით. ”ამ საწარმოო ობიექტებში შესრულებული სამუშაო უშუალოდ უწყობს ხელს ჩვენი ერის დაცვას და გვაძლიერებს,” - განაცხადა ვორმუტმა გახსნის ცერემონიაზე.
ქარხნები სკრანტონსა და უილკს-ბარეში, ერთად აწარმოებენ დაახლოებით 36000 ჭურვს თვეში. ტეხასის ახალ საწარმოს კი, შეუძლია თვეში 30000 ერთეული პროდუქციის მიწოდება.