NATO-ს მომდევნო სამიტმა უკრაინის წევრობისთვის „ხიდის როლი“ უნდა შეასრულოს - ბლინკენი

ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე ალიანსის წვერები უკრაინის გაწევრიანებისათვის „საიმედო ხიდს“ შეიმუშავებენ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრაღაში არაფორმალური მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


„NATO-ს სამიტზე ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რათა უკრაინა ალიანსს დაუახლოვდეს. შევეცდებით, უზრუნველვყოთ წევრობასთან დამაკავშირებელი ხიდი, ძლიერი და კარგად განათებული," - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცა.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინამ არაერთხელ მოგვმართა და იმ იარაღის გამოყენების ნებართვა ითხოვა, რომელსაც ჩვენ ამ აგრესიისგან დასაცავად ვაძლევთ, მათ შორის, რუსეთის იმ სამხედრო ნაწილებისგან თავის დასაცავად, რომლებიც მოსაზღვრე რუსულ ტერიტორიაზე არიან თავმოყრილი და თავს ესხმიან უკრაინას. ეს არის პრეზიდენტის უფლება და, როგორც მოისმინეთ, მან დაადასტურა ჩვენი [მიცემული] იარაღის ამ მიზნებისათვის გამოყენება," - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.


ამჟამად უკრაინას შეიარაღებაში აქვს ამერიკის მიერ მიწოდებული ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტები, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა HIMARS-ები.