Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი, მამუკა მურჯიკნელი კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის ყოველწლიურ რეგიონულ ფორუმზე, სპიკერად იყო მიწვეული. მიმდინარე წლის ივნისში, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, კავკასია-ცენტრალური აზია-ავღნეთი-მონღოლეთის (CAMCA) ყოველწლიური რეგიონული ფორუმი გაიმართა.
აღნიშნული ფორუმის მთავარ საკითხს „შუა დერეფანი“ და რეგიონში არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები წარმოადგენდა. ფორუმის ფარგლებში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს (AFPC) ექსპერტისა და ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის (CACI) თავმჯდომარე, დოქტორი ფრედერიკ სტარის ხელმძღვანელობით, გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - „დიდი ტრანსკასპიური ინფრასტრუქტურული პროექტები.“
აღნიშნულ დისკუსიაში იყო სპიკერად მიწვეული მამუკა მურჯიკნელი, რომელმაც ამერიკელ, ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად განიხილა „შუა დერეფანში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სამომავლო შესაძლებლობები და გამოწვევები.