საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი შეცვალა. თანამდებობები შეინარჩუნეს საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებმა.
მანამდე, მიცოტაკისის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში მოსალოდნელზე უარესი შედეგი მიიღო. მიცოტაკისის პარტია „ახალი დემოკრატია“, რომელიც 2019 წლიდან არის მმართველი პარტია, ხმების 28,3%-ით პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა ვერ მიიღო ხმების ის რაოდენობა, რასაც პრემიერ-მინისტრი ვარაუდობდა – 33%.
კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. მას უფლებამოსილების ვადა 2027 წელს ეწურება.