ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ ჩეხეთის ინიციატივა, რომელიც უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდას გულისხმობს, ახლა ხორციელდება და ის გაგრძელდება.
ამის შესახებ მან რადიო თავისუფალ ევროპასთან ინტერვიუში ისაუბრა.
„წელს ჩვენ შევძლებთ საკმაოდ ბევრი საბრძოლო მასალის შეძენას და მუდმივად მიწოდებას.“ - აღნიშნა ლიპავსკიმ.
მან არ დააკონკრეტა, როდის განხორციელდებოდა მიწოდება, მაგრამ განმარტა, რომ ჩეხეთმა სხვადასხვა არხით „ამ დროისთვის უკრაინას მილიონზე მეტი ჭურვი მიაწოდა.“
მინისტრის თქმით, ინიციატივაში მონაწილეობის პირობა 20-მა ქვეყანამ დადო, მათ შორის, ხუთმა ქვეყანამ უკვე გაგზავნა თანხა მხოლოდ შესყიდვების დასაფინანსებლად.
მისი თქმით, ამჟამად გარიგებები სრულდება გერმანიაში, ნიდერლანდებში, დანიაში, პორტუგალიასა და კანადაში - ხუთ ქვეყანაში, რომლებიც შეთანხმდნენ შესყიდვების დაფინანსებაზე.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ უფრო მეტ გარიგებას მივაღწევთ,“ აღნიშნა მინისტრმა.