ზელენსკი: ევროკავშირმა დაამტკიცა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო, მოუთმენლად ველით 25 ივნისს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირმა დაამტკიცა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს უკრაინაც მომავალ კვირას დაიწყებს. მოლაპარაკებების ჩარჩო ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ დღეს, 21 ივნისს, დაამტკიცა. ზელენსკიმ მოლდოვას მიულოცა წინგადადგმული ნაბიჯი და აღნიშნა, რომ ისინი ერთად გააძლიერებენ ევროკავშირს.


„დღეს ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა მოლაპარაკებების ჩარჩო, რომელიც აუცილებელია უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. მადლობელი ვარ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობა 2024 წლის, მათი ძლიერი პოლიტიკური ნების გამო. ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალ კვირას, 25 ივნისს, როდესაც უკრაინა და ევროკავშირი თავიანთ პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციას გამართავენ, რაც ფაქტობრივად, მოლაპარაკებების პროცესს გახსნის.


მოლდოვის მოლაპარაკებების ჩარჩო ასევე დამტკიცდა. ჩვენ ვულოცავთ ჩვენს მოლდოველ მეგობრებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ. ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ევროკავშირს.


„მადლობელი ვარ მთელი ჩვენი გუნდის, მათი ვინც ბევრი იშრომა ამ ისტორიული ნაბიჯის რეალობად ქცევისთვის. მილიონობით უკრაინელის და მართლაც, ჩვენი ხალხის თაობა ახორციელებს თავის ევროპულ ოცნებას. უკრაინა ბრუნდება ევროპაში, რასაც საუკუნეების მანძილზე ეკუთვნოდა, როგორც ევროპული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.