„მივიღეთ ზომები და ვფიქრობ, მეტს ნახავთ“ - ბლინკენი საქართველოზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ გამორიცხავს, რომ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, მეტი ახალი ზომა ვიხილოთ. ენტონი ბლინკენმა, საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას რამდენიმე წუთის წინ, "ბრუკინგსის ინსტიტუტში" გამართულ ღონისძიებაზე უპასუხა.


ეს ენტონი ბლინკენის პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.


„[რეგიონში] ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს როგორც რეალური შეშფოთების [მიზეზი], ასევე რეალური შესაძლებლობებიც. თქვენ ახსენეთ უცხოეთის აგენტის კანონი საქართველოში. ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ, არამხოლოდ გამოვხატეთ ჩვენი ღრმა შეშფოთება ამის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის დამტკიცდა, ჩვენ მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ალბათ უფრო მეტს ნახავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს აშკარად ეწინააღმდეგება იმ ევროპულ მიმართულებას, რომლის მიღებაც საქართველოს სურს და ცხადია, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას ეს სურს,“ - განაცხადა ბლინკენმა „ამერიკის ხმის“ ცნობით.


ამერიკის სახელმწიფო მდივანი განმარტავს, რომ ვაშინგტონი აცნობიერებს გამოწვევებს, რომლებიც არის საქართველოში და რეგიონში.

შეგახსენებთ, ამერიკამ საქართველოს მმართველი გუნდის წევრები დაასანქცირა.