სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს საიუბილეო სამიტს დაესწრება. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
„მინისტრი (არარატ) მირზოიანი NATO-ს პარტნიორებთან ერთად NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს. ასევე, ორგანიზაციის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სხვა ღონისძიებებში. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები,“ - ნათქვამია განცხადებაში.
NATO-ს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.