სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია თბილისშია. ის შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს.
„გამარჯობა! თბილისში ჩამოვედი, რათა ხაზი გავუსვა ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ქართველი ხალხის, მათ შორის, მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებისადმი. აშშ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის, სერიოზულად შეშფოთებულია,“ - წერს უზრა ზეია სოციალურ პლატფორმა X-ზე.