პარტია "ხალხის ძალა" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" სიაში იქნება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 16 ივლისს, პარტიის ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც “ხალხის ძალა“ ჰქვია და ეს მისალმებაც, მათ შორის, შემთხვევითი არ არის, იმიტომ, რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად დღეს, გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩვენებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებენ მონაწილოებას,“ განაცხადა მდინარაძემ.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ოთხმა ყოფილმა დეპუტატმა: სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა 2022 წლის აგვისტოში დააფუძნეს. ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული „ხალხის ძალა“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილია, პარტიად 2024 წლის მარტში დაფუძნდა.