საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო აქვეყნებს.
მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილია.
საქმე ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. ჯერჯერობით უცნობია, რა ვადაში განიხილავს სარჩელს პლენუმი.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი სარჩელში მოითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს.