მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართვას ცდილობენ

„თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართვას ცდილობენ“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყირგიზეთში, დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ სწორედ ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებიც უზბეკეთში, თურქმენეთსა და ყირგიზეთში ვიზიტისას განიხილა.

ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ჩავუშოღლუმ ასევე გაუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მთიანი ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის გამარჯვება“.

მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთი მუშაობს კრიზისების მოსაგვარებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონს, მათ შორის კავკასიაში, სირიაში, ლიბიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.