საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ახლად კობახიძემ არჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, რომელიც მეჯლისში გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფება.
ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება.
კობახიძე მაისშიც იმყოფებოდა ირანში, როდესაც ის და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ.