პრეზიდენტმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 2 აგვისტოს 22 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსდა.

ადმინისტრაცია შეწყალებულთა ვინაობას არ ასახელებს.


„14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. 7 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან," - წერია გავრცელებულ განცხადებაში.


საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ქვეყანაში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ყოველგვარი განმარტების გარეშე შეუძლია ნებისმიერი სიმძიმის დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებული ადამიანის შეწყალება.