ჰელსინკის კომისიის განცხადებით, „ქართული ოცნება“ შავ ფულს ეყრდნობა

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მკაცრი ზომები უნდა მიიღოს „ქოლ ცენტრებთან დაკავშირებით, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებს.“ ამის შესახებ კომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.


“ქართული ოცნება“ ეყრდნობა შავ ფულს, მთელ მსოფლიოში [მოქმედი] თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან, რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და შეავიწროოს თავისი ოპოზიცია,“ - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ცნობისთვის, ელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით.


ჰელსინკის კომისია დაკომპლექტებულია სენატორებისა და კონგრესმენების, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის, ხაზინისა და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან და მისი მისია მსოფლიოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობის მოკვლევა და მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებაა.