რუმინული Transelectrica-ს აქციონერებმა, „შავი ზღვის კაბელის“ პროექტში კომპანიის ჩართულობა დაამტკიცეს

რუმინული ელექტროქსელის ოპერატორი Transelectrica-ს აქციონერებმ, შავი ზღვის ფსკერზე აზერბაიჯანი-საქართველო-ევროპა მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შექმნის პროექტში  კომპანიის მონაწილეობა დაამტკიცეს, იუწყება რუმინული მედია.


„ტრანსელექტრიკას“ აქციონერებმა, რომელსაც მთავრობა (58%) აკონტროლებს, დაამტკიცეს კომპანიის მონაწილეობა პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს მწვანე და ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან  - 1200 კმ წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც გადაკვეთს შავ ზღვას და მიაღწევს უნგრეთს,“ წერს მედია.


„რუმინეთისთვის ახალი ურთიერთდაკავშირებადობა ნიშნავს ახალ ბაზარზე წვდომას, ეროვნული ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოების გაძლიერებას და საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მწვანე ენერგიის უფრო ხელმისაწვდომობას ყველა რუმინელისთვის“, - აცხადება რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი სებასტიან ბურდუჯა პროექტთან დაკავშირებით.