ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში უკვე მეორედ გამოაცხადა. გადაწყვეტილების შესახებ ჯანმოს დორექტორმა გამოაცხადა.
"ნათელია, რომ ამ აფეთქებების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად, საჭიროა კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირებაა," განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა.
13 აგვისტოს საგანგებო მდგომარეობა აფრიკაში გამოაცხადეს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ დაავადების გავრცელების ტემპი აშფოთებთ. წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 517 ადამიანი.