საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, „ქართული ოცნების“ 22 დელეგატი წარადგინა ამდენივე ოლქში. მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ადამიანები გაუძღვებიან რეგიონებში საარჩევნო კამპანიას და საბოლოოდ, მოხვდებიან საარჩევნო სიაში. 30 ოლქიდან 22-ში დელეგატები იქნებიან:
მოქმედი დეპუტატები:
- დავით სონღულაშვილი - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;
- ირაკლი ქადაგიშვილი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;
- ირაკლი შატაკიშვილი - რუსთავისა და გარდაბნის სოფლები;
- ზაურ დარგალი - მარნეული-გარდაბანი;
- ანტონ ობოლაშვილი - ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი;
- სამველ მანუკიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდა;
- დიმიტრი ხუნდაძე - მცხეთა-მთიანეთი;
- ზაალ დუგლაძე - ხაშური-ქარელი;
- ზაზა ლომინაძე - ქუთაისი;
- გივი ჭიჭინაძე - წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი;
- პაატა კვიჟინაძე - საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული;
- გიორგი ხახუბია - ფოთი-ხობი-სენაკი;
- ვასილ ჩიგოგიძე - ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური;
- გოჩა ენუქიძე - რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი;
- ანზორ ბოლქვაძე - ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო.
საჯარო მოხელეები:
- დავით შერაზადიშვილი (ბოლნისის მერი) - ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა;
- ლადო ხინჩეგაშვილი (გორის მერი) - გორი-კასპი;
- ზვიად შალამბერიძე (გუბერნატორი) - ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული;
- დათო კოდუა (გუბერნატორის ყოფილი მოადგილე) - ზუგდიდი.
ბიზნესმენები:
- ილია ინჯია - მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ;
- გია ჭყონია - ქობულეთი.
სხვა:
- არჩილ ბერიძე („ალილოს„ სოლისტი, მუსიკოსი) - ბათუმი.
„ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობაც მოხვდება 2024 წლის საპარლამენტო სიაში. მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.