უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თანამდებობის დატოვების განცხადებით, უკრაინის პარლამენტს მიმართა. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტის დმიტრო კულებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს. პარლამენტში შესულია კულებას განცხადება გადადგომის შესახებ. მან დოკუმენტის ფოტოც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საკითხს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2020 წლიდან. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებაზე მას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
3 სექტემბერს უკრაინის ორი ვიცე-პრემიერი (ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინა და ვიცე-პრემიერი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკი) გადადგა მას შემდეგ, რაც კიდევ სამმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
მათი გადადგომა მოჰყვა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის ოლექსანდრ კამიშინის, ასევე იუსტიციის მინისტრის დენის მალიუსკასა და გარემოს დაცვის მინისტრის რუსლან სტრილეტსის გადაგომას. კამიშინმა, რომელიც მეთვალყურეობს იარაღის შიდა წარმოებას, განაცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას თავდაცვის სექტორში, მაგრამ სხვა ფუნქციით.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობაში მეტი ცვლილებები მოხდება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყოს შეწყობილი ერთმანეთთან, რომ უკრაინამ შეძლოს საუკეთესო შედეგების მიღწევა.