საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებულები.
უწყებაში ამბობენ, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.“
„ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად,” - აცხადებენ შსს-ში.
პარტია "ნაციონალური მოძრაობაში" ამბობენ, რომ დაკავებულია თბილისის საკრებულოს კიდევ ერთი წევრი ირაკლი ნადირაძეც. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით, არ ადასტურებენ.