გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის ინდივიდუალურ სამოქალაქო უფლებებს.
„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია LGBTQI-პირების დისკრიმინაციისკენ. როგორც ვენეციის კომისიამ დაადგინა, იგი არღვევს ადამიანის ინდივიდუალურ სამოქალაქო უფლებებს. ის საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს თავისი კურსი,“ წერს გერმანიის საგარეო უწყება სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.