ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის.
„საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის. მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს,“ წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.