დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უზბეკეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები პირველად ჩავიდნენ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით

უზბეკეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საბაჟო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. ამის შესახებ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს.


დეპარტამენტის ცნობით, დოკუმენტს 13 სექტემბერს, ვაშინგტონში მოწერე ხელი, უზბეკეთის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის აკმალხუჟი მავლონოვსა და აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის კომისარ ტროი მილერს შორის შეხვედრის ფარგლებში.


უზბეკეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს უზბეკეთის მებაჟეების პირველი ოფიციალური ვიზიტია შეერთებულ შტატებში. შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა საბაჟო სფეროში, ნარკოტრაფიკის, ფულის გათეთრების, ადამიანებით ვაჭრობისა და ტრანსნაციონალური კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში.


მსგავსი ორმხრივი შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა გააფორმა მსოფლიოს მხოლოდ 17 ქვეყანასთან, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას საბაჟო სფეროში და უზბეკეთი მე-18 ქვეყანაა ამ სიაში. ორი ქვეყნის მებაჟეებს შორის მოლაპარაკებების დროს განიხილებოდა აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის სპეციალისტების უზბეკეთში მიწვევის, ასევე - აშშ-ში უზბეკი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. აშშ-ის შეფასებით, ქვეყნებს შორის შეთანხმება სამართალდამცავ და საბაჟო სფეროში მხარდაჭერას აძლიერებს.


„ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი აშშ-ის ურთიერთობებში უზბეკეთთან, რომელიც აფართოებს ჩვენს ისედაც მჭიდრო პარტნიორობას საზღვრის უსაფრთხოებისა და სავაჭრო ძალისხმევის კუთხით,“ განაცხადა ტროი მილერმა, აშშ-ის საზღრის დაცვის მაღალჩინოსანმა, რომელიც კომისრის მოვალეობას ასრულებს.


მილერის შეფასებით: „აშშ-ის საბაჟო სამსახური და საზღვრის დაცვა აფასებს ჩვენს პარტნიორობას უზბეკეთთან ჩვენი ორმხრივი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს კანონის აღსრულების გაძლიერებას და უფრო ეფექტიანი ვაჭრობის ხელშეწყობას.“


„ჩვენს თანამშრომლობას CBP-თან, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებისა და საბაჟო კონტროლის პროცესების გასაუმჯობესებლად. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით, რადგან ის გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, განვიხილოთ ისეთი ძირითადი საკითხები, როგორიცაა - საბაჟო კონტროლის პროცედურების ოპტიმიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება,“ განაცხადა თავის მხრივ, უზბეკეთის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ აკმალხუჯა მავლონოვმა.


შეთანხმება საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებსა და უზბეკეთს, გაცვალონ ინფორმაცია, რითაც გააძლიერებენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

შეთანხმება ასახავს შეერთებული შტატების ვალდებულებას უზბეკეთის საბაჟო ორგანოებთან მუდმივი ურთიერთობისა და თანამშრომლობისადმი საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის, ტერორისტებისგან ქვეყნების საზღვრების დაცვაზე, ნარკოტრეფიკერებთან ბრძოლასა და ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების ოპერაციების ჩაშლაზე.


CMAA არის ორმხრივი შეთანხმებები შეერთებულ შტატებსა და მის საერთაშორისო პარტნიორებს შორის, რომლებიც აღსრულებულია მათი შესაბამისი საბაჟო ადმინისტრაციების მიერ. ისინი უზრუნველყოფენ ინფორმაციისა და მტკიცებულებების გაცვლის საკანონმდებლო ბაზას, რათა დაეხმაროს ქვეყნებს საბაჟო კანონების აღსრულებაში, მათ შორის, გადასახადებისგან თავის არიდების, ტრეფიკინგის, გავრცელების, ფულის გათეთრების და ტერორიზმთან დაკავშირებული საქმიანობების ჩათვლით.


ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც მილერი ბრიუსელს, 2024 წლის ივნისში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე დასასრწებად ეწვია. დელეგაცია ასევე იმყოფებოდა სან ანტონიოს საერთაშორისო აეროპორტსა და ლარედოს შესასვლელ პორტში.


შეგახსენებთ, უზბეკეთის საგარეო ვაჭრობა აშშ-სთან ბოლო ექვსი წლის განმავლობაში 48%-ით გაიზარდა. 2024 წლის პირველ რვა თვეში ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 64%-ით მეტია.


ცნობისთვის, აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვა (CBP) არის ამერიკის უდიდესი სამართალდამცავი ორგანიზაცია და მსოფლიოში პირველი ერთიანი საზღვრის მართვის სააგენტო.

„CBP-ის 65000+ მამაკაცი და ქალი იცავს ამერიკას მიწაზე, ჰაერში და ზღვაზე. ჩვენ ხელს ვუწყობთ უსაფრთხო, კანონიერ მოგზაურობას, ვაჭრობას და უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. ჩვენ ვაძლიერებთ ქვეყნის უსაფრთხოებას ინოვაციების, დაზვერვის, თანამშრომლობისა და ნდობის მეშვეობით,“ წერს ამერიკული CBP.


ინფორმაციისთვის: ცენტრალური აზიის ქვეყნები რუსეთთან ერთად ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ნაკლებია სასაზღვრო კონტროლი. 2024 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი და აშშ სანქციებისათვის გვერდის ავლის შეჩერებაზე დიდი ხანია, მუშაობენ. საუბრობდნენ სისტემის უკეთ გამართვაზე, „ხვრელების“ ამოვსებასა და აღსრულების ნაწილის გაძლიერებაზე.


გასულ წელს, დევიდ ო’სალივანი, იმჟამად, ევროკავშირის ელჩი სანქციების იმპლემენტაციის დარგში აქტიურად მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში, პირველ რიგში ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში. ის ხშირად აღნიშნავდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებულ სამხედრო აღჭურვილობასა და იარაღში აღმოჩენილია ევროკავშირში წარმოებული 770-მდე ნაწილი.


ამასთან, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი მიუთითებდნენ, რომ 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში იმგვარი საქონლის იმპორტი, რომლებსაც ორმაგი გამოყენება აქვთ - სამოქალაქოც და სამხედროც. ეს საქონელი, როგორც წესი, გერმანული ან ჰოლანდიურია და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის გავლით ხვდება.