აზერბაიჯანის გაზიფიკაცია ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს - Azerigaz

აზერბაიჯანში გაზიფიკაციის დონე 97 პროცენტს უახლოვდება, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვანი მიღწევაა, განაცხადა სოკარის Azerigaz-ის წარმოების გაერთიანების ხელმძღვანელმა აზერ მამედოვმა ბაქოში მიმდინარე ფორუმის დროს.


„გაზიფიკაციის მხრივ, ჩვენი ქვეყანა აჭარბებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა, ნიდერლანდები, საქართველო, იტალია და დიდი ბრიტანეთი. გაზიფიცირების სამუშაო გრძელდება ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის ინტეგრაციის გათვალისწინებით," - განაცხადა მამედოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის გაზის გამანაწილებელი ქსელის ამჟამინდელი სიგრძე 73 ათას კილომეტრს აჭარბებს და ის 2,6 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება.