აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის პორტში შევიდა

აშშ-ის საზღვაო ძალების ატომური წყალქვეშა ნავი ორშაბათს სამხრეთ კორეის საზღვაო ბაზაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ პუსანში მარაგებისა და დანარჩენი ეკიპაჟის შესავსებად შევიდა. იტყობინებიან სამხრეთ კორეის სამხედროები. ინფორმაციას სააგენტო Yonhap News ავრცელებს.


სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა გამარტა, რომ დაგეგმილია "მეგობრული გაცვლა" ამერიკელ სამხედროებთან.

ეს არის USS Vermont-ის პირველი ვიზიტი სამხრეთ კორეის პორტში.

20 სექტემბერს, სამხრეთ კორეამ და აშშ-მ ვაშინგტონში ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის მეორე შეხვედრა გამართეს.

„ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა შეერთებული შტატების ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, მიუღებელია და გამოიწვევს კიმ ჩენ ინის რეჟიმის დასასრულს,“ - ნათქვამია  აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივ განცხადებაში.


Reuters-ის ცნობით, სამხრეთ კორეელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა ამ კვირის დასაწყისში, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, მიმდინარე თვეს გამოსცადოს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა.


ცნობისთვის, აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავების ვიზიტები ადრე იშვიათი იყო, მაგრამ ეს ვიზიტები სეულსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმების საფუძველზე გაიზარდა. ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, USS Santa Fe, ნოემბერში სამხრეთ კორეის კუნძულ ჩეჯუს პორტში შევიდა. USS Carl Vinson, ამერიკული ავიამზიდი, გასულ თვეში, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ შეკავების გაზრდის მიზნით, ასევე შევიდა პუსანის პორტში.


ასევე წაიკითხეთ: ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში შევიდა