აშშ კატარის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აამოქმედებს

ამერიკამ კატარი უვიზო რეჟიმის პროგრამაში დაუშვა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კატარის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით  90 დღემდე პერიოდით, 2024 წლის პირველი დეკემბრიდან ისარგებლებენ.


აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა და სახელმწიფო დეპარტამენტებმა განაცხადეს, რომ კატარი არის სპარსეთის ყურის პირველი ქვეყანა, რომელიც დაშვებულია უვიზო რეჟიმის პროგრამაში. აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დოჰა, ადამიანის უფლებების საკითხების მიმართულებით „თალიბანზე“ წეზოლის მხარდაჭერისა და სხვა საკითხებთან ერთად, სუდანში დახმარების უზრუნველყოფის ლიდერობისთვის შეაქო. 


„კატარის მიერ უსაფრთხოების მკაცრი მოთხოვნების შესრულება, რათა ის ვიზაზე უვიზო რეჟიმის პროგრამას შეუერთდეს, გააღრმავებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და გააძლიერებს ხალხის ნაკადს და ვაჭრობას ჩვენს ორ ქვეყანას შორის,“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.


პროგრამაში დასაშვებად, რომელიც ტურისტებს ან საქმიანი მიზნებისთვის მოგზაურებს, საშუალებას აძლევს, რომ აშშ-ში, 90 დღემდე დარჩნენ უვიზოდ, ვაშინგტონი ქვეყნებს სთხოვს, დააკმაყოფილონ ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორებიცაა, ტერორიზმთან ბრძოლა, სამართალდამცავი ორგანოები, იმიგრაცია, დოკუმენტთა უსაფრთხოება, საზღვრის მართვა და სხვა.


აშშ-ის შეფასებით, კატარმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ატარი აშშ-ის პროგრამის 42-ე წევრია.

ხორვატია აშშ-ის უვიზო პროგრამას 2021 წელს, ხოლო ისრაელი შარშან დაემატა.