სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზითპოლის შედეგები ცნობილია

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის ეგზითპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9 % მიიღო, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ - 8,2 %.


Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 5%-იან საარჩევნო ბარიერს 5 პოლიტიკური სუბიექტი ლახავს.

ტელეკომპანია “ფორმულას“ დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში, რომელიც სრულად პრიპორციული წესით ჩატარდა, შედეგები ასე ნაწილდება: -

(#41) “ქართული ოცნება“ - 40,9 %

(#5) “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 16, 7 %

(#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 16, 7 %

 (#9) “ძლიერი საქართველო“ - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 10, 3 %

 (#25) “გახარია საქართველოსთვის“ - 8,2 %


„გორბის“ ეგზიტპოლის (ტელეკომპანია „იმედი“) თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების - 56.1% მიიღო, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ - 12.6 %; „ერთიანობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერმა საქართველომ“ - 7.0 %.


ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18:30 საათის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა.

კერძოდ: „ქართულმა ოცნებამ“ ხმების - 56.1 % მიიღო; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 12.6 %; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერი საქართველო“ – 7.0 %; „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %;


„მთავარი არხის“ დაკვეთით, Harris X-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 20:00 საათისთვის 5%-იან ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.

უფრო კონკრეტულად, Ipsos-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ამომრჩეველთა 42%-ის მხარდაჭერა აქვს.

სხვა პოლიტიკური სუბიექტების შედეგები კი ასეთია:

„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18%

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 13%

„ძლიერი საქართველო“- 9%

„გახარია საქართველოსთვის“ – 8%


საარჩევნო უბნები დაიხურა. ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.