ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას

საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები სწრაფად იქნეს გამოძიებული.


"უკვე ბევრი წელია, ქართველი ხალხი იღწვის და იბრძვის დემოკრატიისთვის. მათ აქვთ უფლება იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას და აქვთ უფლება ნახონ, რომ საარჩევნო დარღვევები იქნება გამოძიებული სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის პატრონები უნდა იყვნენ,” - ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.


„ქართულ ოცნებას“, არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ხელისუფლებას არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ.