სანდუ: მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში.


„მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დააფიქსიროს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში, რაც ბოლო რეფერენდუმში ჩვენი ხალხის ნებას ასახავს. გამარჯვება ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნით, რომლებმაც მშვიდობასა და კეთილდღეობაზე დამყარებული მომავალი აირჩიეს,” - წერს სანდუ X-ზე.