მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, პროევროპელმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ 55.33%-ით გაიმარჯვა. მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული „სოციალისტების პარტია“ უჭერდა, ხმების 44.67% მოიპოვა.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდა. ამომრჩევლების აქტივობა 54% იყო, რაც პირველ ტურზე მეტია. განსაკუთრებით მაღალი აქტივობა საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, ემიგრანტ ამომრჩევლებს შორის იყო დაფიქსირდა. მოლდოვის ოფიციალურმა პირებმა საარჩევნო პროცესში რუსეთის მხრიდან მასიური ჩარევის შესახებ განაცხადეს.
„ეს არის არჩევნების შედეგების დამახინჯების პოტენციური მცდელობა,“ - წერს მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სეკრიერუ პლატფორმა X-ზე.
„მოლდოვა, შენ დღეს გამარჯვებული ხარ. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიისა და ღირსეული მომავლის მიმართ ერთგულების ძალა. გმადლობთ, ძვირფასო მოლდოველებო, შინ და საზღვარგარეთ. იარეთ სიამაყით - თქვენ ხართ თავისუფლება, იმედი და გამძლეობა. მე ვამაყობ, რომ გემსახურებით ყველას,“ წერს სანდუ X-ზე.