ელჩი დანიგანი: აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს გაუძლებს

საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს სჯერა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობაზე გავლენა არ ექნება. ამის შესახებ ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა თბილისში, ამერიკული სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ election breakfast-ზე.


"მე ნამდვილად მჯერა, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოს ხალხს და აშშ-ის ხალხს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენს კომპანიებს, ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ყველა ეს ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს რომელიმე ქვეყანაში,“ - განაცხადა დანიგანმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ მიღებაზე.


მისი თქმით, ეს ჰგვრის სიამაყეს, წარმოადგენდეს აშშ-ს საქართველოში. მისი თქმით, სწამს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუძლებს პოლიტიკურ ცვლილებებს, პოლიტიკურ განწყობებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, რომელიც 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, დემოკრატ კამალა ჰარისს ამარცხებს, რესპუბლიკელების „ისტორიული" გამარჯვების შესახებ გამოაცხადა.