„მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“ - მარკ რუტემ ბლინკენი მიიღო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების საკითხზე, რუტესთან პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაარწმუნა NATO, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე და შეეცდება, გააძლიეროს ალიანსი. მარკ რუტესთან შეხვედრაზე ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგება რუსეთის დასახმარებლად უკრაინის ომში, „ითხოვს მტკიცე პასუხს და ეს პასუხი იქნება გაცემული.“ ბლინკენი პირობას დებს, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს.


„ამერიკის ლიდერობის წყალობით, რუსეთმა უკრაინაში ვერ გაიმარჯვა. ცხადია, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა დარჩება ბრძოლაში და შეძლებს რაც შეიძლება მეტად უკან დახიოს რუსული შეტევა და თავიდან ავიცილოთ პუტინის წარმატება უკრაინაში. კერძოდ, ეს არის ის, რაზეც ჩვენ ასევე ვისაუბრეთ დღეს დილით, რადგან ახლა [რუსები] ჩრდილოეთ კორეელებთან ერთად აქტიურობენ უკრაინის წინააღმდეგ [ომში]. ამას ფასი აქვს. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დამატებით საფრთხეს უქმნიან უკრაინას.


ეს არ არის მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა. ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდების გზით, ომის ძალისხმევას ეხმარება. რა თქმა უნდა, ირანი ამას აკეთებს რუსეთისთვის თვითმფრინავების და სხვა ტექნოლოგიის მიწოდებით. რუსეთი იხდის ფულს და ეს ეხმარება ირანს, გააგრძელოს ძალისხმევა დესტაბილიზაციისთვის ახლო აღმოსავლეთში და ახლო აღმოსავლეთის მიღმაც კი.


და ის, რაც უკრაინაში ხდება, ახლა ამას გლობალურად აქვს გავლენა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კურსი, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვის წარმოება აშშ-ის მხრიდან აქ, ევროპაში. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ დანახარჯების კუთხით და რომ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს,“ აღნიშნა თავის მხრივ, რუტემ.