პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან სამხედრო-ტექნიკური „თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება“ მოახდინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „ფედერალურ კანონს“, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის (MTC) განვითარების შესახებ „შეთანხმებას“ „ადასტურებს.“


შესაბამისი დოკუმენტი ოფიციალური სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც თანდართულ დოკუმენტებშია აღნიშნული, შეთანხმება მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

ეს ე.წ. დოკუმენტი სამხედრო პროდუქციის მიწოდების წესს ადგენს. თავად შეთანხმება „სამხრეთ ოსეთში“ გასული წლის 23 აგვისტოს გაფორმდა.