სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ასტანაში CSTO-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას) საწესდებო ორგანოების მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა ArmInfo-სთან ინტერვიუში განაცხადა.
28 ნოემბერს ასტანაში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, თავდაცვის მინისტრთა საბჭოს და უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტის ერთობლივი სხდომა, რასაც მოჰყვება CSTO კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. მონაწილე ქვეყნები განიხილავენ რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრის შემდეგ რამდენიმე დოკუმენტი მიიღება.
„სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი არ მიიღებს მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, თავდაცვის მინისტრთა საბჭოსა და უშიშროების საბჭოების მდივნების კომიტეტის ერთობლივ სხდომაში, ასევე, CSTO-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სესიაში,“ აღნიშნა ბადალიანმა.