დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 გემს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ გასულ წელს მილიარდობით ფუნტის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.


„რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 30 ხომალდს, რომლებიც მხოლოდ გასული წლის განმავლობაში მილიარდობით ფუნტის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, დღეს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციები დაუწესდათ,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, დღეს დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნული ტიპის „ყველაზე დიდი სანქციების პაკეტი“ გამოაცხადა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, დასანქცირებული რუსული ნავთობტანკერების საერთო რაოდენობამ უკვე 73-ს მიაღწია.


ნავთობის შემოსავლები უკრაინაში კრემლის უკანონო ომის დაფინანსებისთვის გადამწყვეტი წყაროა.

„ჩრდილოვანი ფლოტი“ ასევე მნიშვნელოვან რისკებს უქმნის გლობალურ ვაჭრობას.